01:33 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-02 13:59:53, 2124 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ვიქტორ დოლიძე: ვიზა მხოლოდ დასაწყისია იმ პროცესისა, რასაც საქართველოს ევროკავშირში წევრობა ჰქვია

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო დავალებათა ელჩ იონას პასლაუსკას შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ლიტვა მხარს უჭერს საქართველოს როგორც ინტეგრაციულ პროცესებში, ისე  ეკონომიკურ, საინვესტიციო და უსაფრთხოების სფეროში.

სახელმწიფო მინისტრმა სტუმრისგან საჩუქარიც მიიღო, რომელიც როგორც ამბობს შეეხება იმას, რომ ვიზალიბერალიზაციის შემდგომ საქართველოს  გაჩერება ევროკავშირში წევრობაა.

 „ლიტვა ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი მეგობარი და პარტნიორია, პარტნიორობა არ შეეხება მხოლოდ და მხოლოდ ინტეგრაციულ პროცესებში მხარდაჭერას, ესაა მხარდაჭერა ჩვენი რეფორმირების, ჩვენი ქვეყნის წინსვლის, ეკონომიკურ, საინვესტიციო, უსაფრთხოების სფეროში.  საჩუქარი მივიღე დეპარტამენტის დირექტორისგან, რომელიც შეეხება იმას, რომ ვიზის შემდგომ, ჩვენი, საქართველოს, გაჩერება ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობაა. ამას  შევინახავ და დარწმუნებული ვარ, ევროკავშირში სრულფასოვან წევრობას იმსახურებს საქართველო. ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმებს, სამუშაოებს, რომელსაც ძალიან ინტენსიურად ვუძღვებით. დარწმუნებული ვარ, ვიზა არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი იმ პროცესისა, რასაც ევროკავშირში  ჩვენი მომავალი სრულფასოვანი წევრობა ჰქვია“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics