13:55 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-24 09:57:31, 628 ნახვა

საზოგადოება
გერმანელი სამართალდამცველები საქართველოს შსს-ში განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რაინლანდ-პფალცის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრები, საქართველოს შს სამინისტროში ვიზიტის ფარგლებში, უწყებაში განხორციელებულ პროექტებსა და მიმდინარე რეფორმებს გაეცნენ.

დელეგაციის წევრები - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რაინლანდ-პფალცის ფედერალური მიწის პოლიციის უფროსი იურგენ შმიტი, კრიმინალური პოლიციის სამსახურის პრეზიდენტი იოჰანეს კუნცი, პოლიციის აკადემიის რექტორი ფრიდელ დურბენი და პოლიციის განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და მონაცემთა დაცვის სამმართველოს CEPOL-თან ეროვნული კოორდინაციის განყოფილების წარმომადგენელი, დოქტორი რიტა ვირერი შსს-ს აკადემიას ეწვივნენ.

გერმანელმა სამართალდამცველებმა შსს-ს აკადემიის ინფრასტრუქტურა, სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი და სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, რეალური და ვირტუალური ტირები დაათვალიერეს. აკადემიის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე, მხარეები ორმხრივი ვიზიტების და სამართალდამცველთა განათლების მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

გერმანიის დელეგაცია ასევე გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ეწვია. სტუმრებმა საპატრულო პოლიციის ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს, „112”-ის მუშაობის სპეციფიკას და ქართველი სამართალდამცველების ყოველდღიურ საქმიანობას გაეცნენ. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა
ფასების კომისიის მილიონერი თავმჯდომარე - რეგიონებში დისტრიბუციის ცენტრები უნდა შეიქმნას
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics