|
2026-05-01 13:27:28, 276 ნახვა
ეკონომიკა
ფასების კომისიის მილიონერი თავმჯდომარე - რეგიონებში დისტრიბუციის ცენტრები უნდა შეიქმნას
ივანიშვილის პარლამენტში ფასების კომისიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა, სადაც კომისიის საბოლოო დასკვნა განიხილეს და მიიღეს. დასკვნის მიხედვით, კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ რეგიონებში დისტრიბუციის ცენტრები შეიქმნას. "სტრუქტურული პრობლემების გასწორების გარდა, პრობლემაა და არაეფექტურია მიწოდების ჯაჭვიც. მიწოდების ჯაჭვი გრძელია და აქედან გამომდინარე, ის თითოეულ რგოლში დამატებით ხარჯებს ქმნის. აუცილებელია მიწოდების ჯაჭვის შემცირება. მაქსიმალურად უნდა დაახლოვდეს ურთიერთობები მწარმოებლებსა და საცალო ქსელებს შორის, რომ შუალედური რგოლები არ იყოს. ამ ნაწილში განსაკუთრებული როლი ცენტრალიზებული დისტრიბუციის ცენტრების განვითარებას ენიჭება. ეს გულისხმობს, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უნდა შეიქმნას ცენტრალიზებული დისტრიბუციის ცენტრები. ასეთი ლოგისტიკური ცენტრები საშუალებას მისცემს საოჯახო მეურნეობებსა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, რომ მათ მიერ ნაწარმოები პროდუქცია ამ ცენტრებში უფრო მარტივად, კომერციული ხარჯების გარეშე ჩააბარონ და ამის შედეგად, მათი დისტრიბუცია ცენტრალიზებული სისტემიდან მოხდება - იქნება ეს ქსელები, საცალო მაღაზიები თუ ბაზრობები". - თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა. ივანიშვილის პარლამენტში სურსათის, წამლებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით შექმნილმა დროებითმა კომისიამ მუშაობა დაასრულა. კომისია 2026 წლის თებერვლის დასაწყისში შეიქმნა და ის 14 წევრისგან შედგებოდა. კვოტები შემდეგნაირად გადანაწილდა: ქართული ოცნება 7 წევრი; გახარია საქართველოსთვის 3 წევრი; ხალხის ძალა 3 წევრი; ევროპელი სოციალისტები 1 წევრი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)