|
2026-05-01 12:43:21, 305 ნახვა
პოლიტიკა
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს განცხადებასავრცელებს, სადაც ქართული მედიის გამოწვევებზე წერს. TI წერს, რომ მწირი მატერიალურ-ტექნიკური რესურსების, ოცნების მიერ მათი გაჩუმების მცდელობების მიუხედავად, ქართული კრიტიკული მედია კვლავ ასრულებს მთავარ მოვალეობას - საზოგადოების ჯეროვან ინფორმირებას. მათივე თქმით, 2026 წელი პრეცედენტული გამოდგა, ვინაიდან გაერთიანებულმა სამეფომ პროპაგანდისტული TV იმედი და POSTV დაასანქცირა. "კრიტიკული მედიის მიმართ წნეხს ნათლად წარმოაჩენს ბოლო წლების საგანგაშო სტატისტიკა, რომელიც ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის თავდასხმის, ძალადობის, მუქარისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ასობით შემთხვევას აღწერს და ინახავს. ამ მხრივ გამონაკლისი არც 2026 წლის პირველი ოთხი თვე აღმოჩნდა. საანგარიშო პერიოდში (იანვარი-აპრილის ჩათვლით) საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ 60-მდე ასეთი შემთხვევა აღნუსხა. ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების აბსოლუტური უმრავლესობა გამოუძიებელია და დამნაშავე პირები პასუხისგებაში არ არიან მიცემულნი. დამნაშავეთა დაუსჯელობის დამკვიდრებული მავნე პრაქტიკა ამგვარ შემთხვევებს კიდევ უფრო ახალისებს და ჟურნალისტურ საქმიანობას სულ უფრო მოწყვლადს ხდის. ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიისთვის საგანგაშოდ რთულ სამუშაო გარემოს წარმოაჩენს ჟურნალისტების უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრებს გარეშე-ს (RSF) მიერ 30 აპრილს გამოქვეყნებული ანგარიშიც, რომლის მიხედვითაც, პრესის თავისუფლების გლობალური ინდექსში საქართველოს მაჩვენებლი 21 პოზიციით გაუარესდა და 180 ქვეყანას შორის 135-ე ადგილიზე დაქვეითდა. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ ჟურნალისტებზე სხვადასხვა ტიპის ძალადობის შემთხვევებიდან სამი ძირითადი კატეგორია გამოყო, რომლებიც ყველაზე მკაფიოდ წარმოაჩენენ იმ მტრულ გარემოს, რომელშიც კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს უწევთ პროფესიული მოვალეობის შესრულება. ესენია: მუქარა, ფიზიკური თავდასხმა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა; სასამართლო და სამართალდამცველი სისტემა მედიის წინააღმდეგ; კომუნიკაციების კომისია დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ. სხვა ტიპის ხელშეშლის შემთხვევები რაოდენობრივად საერთო რიცხვშია ასახული. ქვემოთ 2026 წელს დაფიქსირებული ამგვარი შემთხვევების მხოლოდ ნაწილია აღწერილი: მუქარა, ფიზიკური თავდასხმა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა
სასამართლო და სამართალდამცველი სისტემა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ შემაშფოთებელია ქართული ოცნების მხრიდან სასამართლო და სამართალდამცველი სისტემების დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ გამოყენების მავნე პრაქტიკა, რომელიც ბოლო წლების საგანგაშო ტენდენციად ჩამოყალიბდა და კრიტიკული ხმის ჩახშობის აქტიურ ინსტრუმენტად იქცა. ამ მხრივ ყველაზე თვალსაჩინო ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას, მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ე.წ. გზის გადაკეტვის საბაბით ადმინისტრაციული საქმეების წარმოების დაწყება, დაჯარიმება და მათი ანგარიშების დაყადაღებაა. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი შემთხვევების დიდი ნაწილი, საბოლოოდ, სასამართლოს მიერ საქმეების შეწყვეტით სრულდება, ის მედიის წარმომადგენლების დაშინების და ზეწოლის მცდელობად უნდა განვიხილოთ, რადგანაც მათი საბოლოო მიზანი ჟურნალისტებში თვითცენზურის ჩამოყალიბება და ე.წ. "შემაკავებელი ეფექტის" (Chilling effect) გაღვიძებაა.
კომუნიკაციების კომისია დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის დევნისა და გაჩუმების კიდევ ერთ იარაღად არის გამოყენებული. ამ მიმართულებით საფრთხე კიდევ უფრო გამძაფრდა, რაც გასული წლის აპრილში, კომისიას მაუწყებლების შინაარსობრივი რეგულირების ბერკეტი გადაეცა, რომლის გამოყენებაც მარეგულირებელმა აქტიურად დაიწყო 2026 წლის 2 აპრილს მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა ორი პროპაგნადისტული პროსამთავრობო ტელევიზია იმედი და პოსტვ დაასანქცირა რუსული პროპაგანდის გავრცელებისა და მხარდაჭერის გამო. კომისიამ კრიტიკული მაუწყებლების ფორმულასა და ტვ პირველის გადაცემები შერჩევითად დაამონიტორინგა და მაუწყებლები წერილობით გააფრთხილა შემდეგი ტერმინების გამოყენებისთვის: "რეჟიმი", "ოცნების პროკურატურა", "ოლიგარქის გუნდი", "ოცნების მთავრობა", "ივანიშვილის პრემიერმინისტრი", "ივანიშვილის დეპუტატი", "ქართული ოცნების პოლიცია", "ე.წ. განათლების რეფორმა", "აქტივისტებზე ნადირობის ღამე" და სხვა. კომისიის მიერ ყოველი შემდგომი ასეთი „დარღვევის“ შემთხვევაში, ტელევიზიები ფინანუსრი სანქციების დაწესების, ასევე მაუწყებლობის ლიცენზიის შეჩერება/შეწყვეტის საფრთხის წინაშე დგებიან. ამასთან, კომისიის ეს გადაწყვეტილება საგანგაშო პრეცედენტს ქმნის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით და აწესებს პირდაპირ ცენზურას. კიდევ უფრო ადრე, 22 იანვარს, კომისიამ რეგიონული სათემო რადიო მარნეული ამერიკის დემოკრატიის ეროვნული ფონდიდან (NED) მიღებული გრანტის (32 541.60 ლარის ოდენობით) გამო წერილობით გააფრთხილა. 16 თებერვალს კომისიამ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო ტელეკომპანია კავკასიისთვის ამერიკის შეერთებული შტატებიდან გაკეთებული შემოწირულების გამოც." - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)