|
2016-11-23 00:30:42, 1107 ნახვა
საზოგადოება
ტრანსგენდერი ქალი, რომელიც მძიმედ დაჭრეს, გარდაიცვალა
15 ოქტომბერს ორთაჭალაში ტრანსგენდერი ქალი ზიზი რომელიც სცემეს და მძიმედ დაჭრეს, დღეს ღამით გარდაიცვალა. როგორც "ექსპრესნიუსს" "ნიუ ჰოსპიტალში" უთხრეს, გარდაცვალების მიზეზი სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრამვები იყო, თუმცა დეტალური დასკვნა მოგვიანებით გახდება ცნობილი. დაზარალებული, ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ორთაჭალაში ტრანსგენდერს ორმა პირმა მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და ფიზიკურად გაუსწორდა. მსხვერპლს ჭრილობები კისრის არეში ჰქონდა მიყენებული და მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. იმავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 19 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)