13:55 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-21 17:32:22, 621 ნახვა

საზოგადოება
ეუთო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა დევნილის მიერ გახსნილი საწარმო მოინახულა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და ეუთო-ს თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა გენდერულ საკითხებში,  ელჩმა მელან ვერვერიმ ქალაქ რუსთავში,  დევნილ ლეილა ბურნაძის მიერ ახლადგახსნილი სამკერვალო სალონი მოინახულეს.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, ლეილა ბურნაძე ერთ-ერთია იმ  30 დევნილს შორის,  რომლებმაც  ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) პროექტის ფარგლებში,  დაფინანსება მიიღეს.

მათივე ცნობით, პროექტი „საარსებო წყაროების განვითარება ქვემო ქართლის დევნილი მოსახლეობისთვის“  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მის მიზანს დევნილი მოსახლეობის სიღარიბის შემცირება და შემოსავლის წყაროების შექმნა/გაძლიერება წარმოადგენს.

პროექტის ტექნიკურ მხარდაჭერას სსიპ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს.

ეუთო-ს თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი გენდერულ საკითხებში  ელჩი მელან ვერვერი საქართველოს 20 ნოემბერს ესტუმრა.

მისი ვიზიტის მიზანს ქალთა უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობის გაცნობა წარმოადგენს.

(NS)

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა
ფასების კომისიის მილიონერი თავმჯდომარე - რეგიონებში დისტრიბუციის ცენტრები უნდა შეიქმნას
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics