|
2016-10-12 15:32:03, 696 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე: „თავისუფალი დემოკრატები“ პოლიტიკაში თავის სათქმელს კიდევ იტყვიან
პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ ვიქტორ დოლიძემაც დატოვა. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, მოსახლეობამ „თავისუფალი დემოკრატების“ პარლამენტში შესვლას მხარი არ დაუჭირა, და მოსწონთ თუ არა, მათ არჩევანს პატივს სცემენ. დოლიძე ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელის ციხიდან გასათავისუფლებად ბოლომდე იბრძოლებს, ასევე როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროკავშირთა უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილება მალე იქნას მიღებული. დღევანდელ განცხადებაში დოლიძეს პარტიიდან წასვლის მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე დეტალურად არ უსაუბრია: „მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს არის თავისუფალი ხალხის თავისუფლად გაკეთებული არჩევანი. ჩვენ ამას პატივი უნდა ვცეთ. მე ვწყვეტ ამ ეტაპზე პოლიტკურ და პარტიულ საქმიანობას, გავაგრძელებ ბოლომდე 5 უდანაშაულო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების, ჩვენი მეგობრების ციხიდან რაც შეიძლება დროზე გამოსაშვებად ბრძოლას. მე, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ვაგრძელებ მუშაობას კიდევ ორი თვე, და ვაგრძელებ იმისათვის, რომ რაც შეიძლება დროულად მიღონ გადაწყვეტილება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დაწესებაზე.ძალიან დიდი გზა გავიარეთ „თავისუფალმა დემოკრატებმა“.ღირსეული გზა ერთობით გავიარეთ. ბევრი საქმე ვაკეთეთ ჩვენ, როგორც ოპოზიციაში ყოფნის, ასევე ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. თუმცა მოსახლეობამ ამგვარი არჩევანი გააკეთა და ჩვენ ამას პატივს ვცემთ. იმედი მაქვს, ის ახალგაზრდული შემართება, ის ახალი სისხლი, რომელიც ამ პარტიაში გადაისხმება, თავის შედეგებს გამოიტანს. ცუდია, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ არ არიან პარლამენტში წარმდგენილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისინი პოლიტიკაში კიდევ იტყვიან თავის სათქმელს, რაშიც მე მათ გვერდით ვიქნები“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. პარტია დატოვა დავით ონოფრიშვილმაც, რომელმაც ასევე წუხილი გამოთქვა იმის შესახებ, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ პარლამენტში ვერ იქნებიან: „დიდი ძალისხმევა, დრო, ენერგია დავუთმემთ, მაგრამ არჩევანი იცით რაც არის. კარგი იქნებოდა, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ ყოფილიყვნენ პარლამენტში. ყველას დიდი მადლობა, ჩემს თანაპარტიელებს. მეც გადავწყიტე არ გავაგრძელო პარტიული საქმიანობა და რაიმე სხვა საქმით დავკავდე“,-აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, სად გააგრძელებს მოღვაწეობას.
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)