17:18 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-02 16:08:01, 280 ნახვა

პოლიტიკა
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს

ფასების შემსწავლელი კომისიის ეს დასკვნა არ პასუხობდა იმ გამოწვევებს, რაც თავად ხელისუფლებამ გასული წლის ბოლოს დააანონსა, – ამის შესახებ რეჟიმის წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ფასების კომისიის დასკვნაში არ ჩანს, რა კონკრეტული გეგმა არსებობს ფასების შემცირებასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, უნდა ვთქვათ ის, რომ კომისიის ეს დასკვნა არ პასუხობდა იმ გამოწვევებს, რომლებიც თავად ხელისუფლებამ დააანონსა გასული წლის ბოლოს. აქ იყო საუბარი კარტელურ გარიგებებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯანსაღი კონკურენცია არ იყო და, შესაბამისად, ფასები იმიტომ იყო ზოგიერთ პროდუქტზე მაღალი.

იყო საუბარი იმაზე, რომ საქართველოში გაცილებით მაღალია პროდუქტებზე ფასი, ვიდრე იმავე პროდუქტებზე ფასი ევროპაში და რამდენიმე თვეში ჩვენ კომისიის დასკვნაში ეს ყველაფერი ვერ დავინახეთ აღსრულების თვალსაზრისით. აქ ზოგადი კონცეფციების დონეზე მიგნებები არის, ნამდვილად, ეს ეხება მარეგულირებლის შექმნას, ეს ეხება შორს გათვლილ პოლიტიკას, მოკლევადიან პერსპექტივებს, კონკურენციის შექმნას, მაგრამ აქ არ არის კონკრეტიკა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს დოკუმენტი უფრო სამეცნიერო ხასიათისაა.

პარლამენტი კი არ გახლავთ სამეცნიერო დაწესებულება, ეს არის პოლიტიკური ორგანო, რომელმაც კონკრეტული გეგმა და დავალება უნდა მისცეს ხელისუფლებას და შესაბამისად მოსთხოვოს. ამ დასკვნაში ჩვენ ვერ დავინახეთ თუნდაც ერთი თვის, ორი თვის შემდეგ, ვის უნდა მოვთხოვოთ, რა გეგმა აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებას თუ საერთოდ აქვს გეგმა ამასთან დაკავშირებით. საერთოდ, არ წერია ამ დოკუმენტში, მაგალითად, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ რამდენ ხანში უნდა მოახდინოს რეაგირება ამასთან დაკავშირებით.

რეალურად, უფრო სურვილის ხასიათი ჰქონდა ამ დასკვნას და სურვილი ისედაც ჰქონდა საზოგადოებასაც და ჩვენც, რომ ფასები დარეგულირებულიყო. პარლამენტი არის ის ორგანო, რომელიც არის აღმასრულებელი ხელისუფლების მაკონტროლებელი და კონკრეტული დავალებები უნდა იქნას მიცემული და კონკრეტული ვადები, რა ვადებშიც პარლამენტი მოსთხოვს აღმასრულებელ ხელისუფლებას.

ეს იყო მიზეზი, რის გამოც ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ ამ დასკვნას. პროცედურულად ბიუროს გადაეცემა ეს დასკვნა. ამ შემთხვევაში რადგან ეს დროებითი კომისიაა და არა საგამოძიებო კომისია, ბიურო იღებს გადაწყვეტილებას, გავა ეს სესიაზე თუ არ გავა ეს დასკვნა, ასე რომ დაველოდოთ, გავა თუ არა გავა ეს დასკვნა სესიაზე.

ამ კომისიამ ბევრი რამე გამოავლინა. თავმჯდომარის საბოლოო დასკვნით სიტყვაში ძალიან ბევრი მიგნებები იყო, მათ შორის, დასკვნაში, თუ რა არის პრობლემა, ამას ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით და სწორია, მაგრამ აღსრულების მექანიზმი თუ არ იქნა, დარჩება ეს სურვილის დონეზე, ეს არის მთავარი პრობლემა. ამ დასკვნაში უნდა იყოს მითითებები აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ, დაგვიდოს პარლამენტს გეგმა, რა ვადაში აპირებს, როგორ აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას, რაც დაინახა კომისიამ. - განაცხადა მაჭარაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics