19:18 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-02 18:04:40, 272 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია

აბსოლუტური ,,ნონსენსია" ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია, აქვს ნდობის დეფიციტი, მოქცეულია იზოლაციაში, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარია მიმართვაშია აღნიშნული, რომელიც მის „ფეისბუქზე“ ვრცელდება.

„აბსოლუტური ,,ნონსენსია" ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია, აქვს ნდობის დეფიციტი, მოქცეულია იზოლაციაში, თავისივე აღიარებით დიდი მასშტაბის კორუფციაა, სახელმწიფო ინსტიტუტები ივანიშვილის და მისი ოჯახის ნებით მოქმედებენ, საუკუნის უდიდესი თაღლითობა ივანიშვილის ოჯახით იმართება (ქოლცენტრები), ეროვნული ბანკი რუს ჯაშუშ მკვლელ ადამიანს კანონებს არგებს, მიგრაციის უპრეცედენტო მასშტაბია, ბიზნესს პოზიციის დაფიქსირება ეკრძალება და ბავშვების ჯანმრთელობა დეკლარირებულად არ აინტერესებთ.

ეკონომიკა რამე ცალკე აღებული სფერო კი არ არის - თავისუფალი ადამიანების თავისუფალი არჩევანის სამართლიანი თამაშის წესებზეა დამოკიდებული. ჩვენთან არც ადამიანია თავისუფალი, არც წესებია სამართლიანი და არც მსოფლიოსთვის ვართ საინტერესო.

ობიექტურად ამ კონკრეტულ ისტორიულ მომენტში გეოპოლიტიკა, ირანის ომის მიუხედავად, არნახული რესურსების მოზიდვის შანსს გვთავაზობს. ურთიერთკავშირი „ტელეფონის შნური“ კი არ არის, დოვლათის გზა არის, რომელსაც უდიდესი რესურსები, იდეები, სამუშაო ადგილები, ინფრასტრუქტურა და განვითარება მოჰყვება. ამას ერთადერთი რამე სჭირდება - რუსების ჩამოშორება და ოპოზიციის უნარი, იყოს ალტერნატივა.

იმედი და მოლოდინი მაქვს, ალიანსი საზოგადოებას გააცნობს ხედვას, ამ ისტორიულ კონკრეტულ მომენტში საქართველოს ღირსეულ მთავრობას კონკრეტულად რისი გაკეთება შეუძლია - იქნება ეს ინფრასტრუქტურული პროექტები, ბიზნესის თავისუფლების წახალისება, საერთაშორისო პროექტები თუ სოციალური ვალდებულებები.“-განაცხადა ხოშტარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics