18:27 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-11 21:59:00, 816 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე: ვერ მივცეთ იმის ფუფუნებას ივანიშვილის რეჟიმს, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ერთპარტიული მმართველობა

შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში, როცა “ნაციონალური მოძრაობა”  დარჩა ერთადერთ პროდასავლურ ოპოზიციურ ძალად, ჩვენ ვერც მივცეთ იმის ფუფუნებას ივანიშვილის რეჟიმს, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ერთპარტიული მმართველობა,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განცხადებით, პარტია უარს ვერ იტყვის ბრძოლის ისეთ  უმნიშვნელოვანეს მონაკვეთზე, როგორიც არის პარლამენტი.

„მიუხედავად გაყალბებისა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტურიც ჩაივლის არათანაბრ ბრძოლაში, ჩვენ გადავწყვიტეთ,  რომა პარტია შევა პარლამენტში და მიიღებს მეორე ტურებშიც მონაწილეობას. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ტრიბუნას  პარლამენტს, აქციებს, კავშორებს უცხოეთში,  რომ საქართველო არ გადაიქცეს ერთპარტიულ ქვეყანად, რომ საქართველოში დარჩეს განსხვავებული აზრი, ქართველ ხალხს 4 წლის განავლობაში ქონდეს გამარჯვების პერსპექტივა“,-აღნიშნა ბაქრაძემ.

როგორც მან აღნიშნა, პარტიაში არის განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ, როგორც ნორმალურ, ცივილურ,  ევროპულ პარტიას,  შეუძლიათ მსჯელობა, კამათი, საქმიანი, არგუმენტირებული საუბარი.

„სწორედ ასე მივიდეთ ერთ აზრამდე. საკითხის მნიშვენლობიდან გამონდინარე, იყო განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ჩვენ კიდევ ერათხელ ვაჩვენეთ,  რომ ვართ დემორკატიული პარტია, სადაც ყველა პროცესი არის დემოკრატიული და განჭვირვალე, სადაც კამათის,  დისკუსიის,  არგუმენტების გაზიარების შემდგომ ვიღებთ ყველა ერთად გადაწყვეტილებას, რომელსაც იზიარებს პარტიის ყველა წევრი“,-აღნიშნა ბაქრაძემ.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics