18:28 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-11 15:32:48, 634 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია: ყველაფერი უნდა ვცადოთ, რომ ივანიშვილმა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლოს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, პარტიის პოლიტიკურ საბჭოზე "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ცხოვრებაში და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის საკითხს განიხილავენ.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, პარტიის შიგნით ამ საკითხებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენი პარტიის შიგნით პოზიციები არის გაყოფილი. მსურს ამ ძალიან მნიშვნელოვანი კენჭისყრის წინ სხვებს შევუერთდე და საჯაროდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია. კარგად მესმის ჩვენი ამომრჩევლების, აქტივისტების და პოლიტიკოსების ერთი ნაწილის აღშფოთება, იმ უმსაგვსობის გამო, რაც ჩვენ ვიხილეთ წინასაარჩევნო კამპანიისას და როგორც ჩატარდა არჩევნების დღე.  სწორედ ამ უმძიმესი ვითარებიდან გამომდინარე, მიუხედავად ამ არათავისუფალი არჩევნებისა, რომელიც არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენი პოლიტიკური ძალა, როგორც ერთადერთი პროდასავლური, ქმედითი ოპოზიციური ძალა ჩვენს ქვეყანაში, აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში და აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში. ეს არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო გამოწვევებიდან გამომდინარე. ეს არის აუცილებელი იმ 500 ათასი ამომრჩევლის პატივისცემისთვის, ვინც ჩვენ ხმა მოგვცა, ასევე იმ ხალხისთვის ვინც დააშინეს და ვერ მოგვცა ხმა და დიახ, იმ ადამიანების პატივისცემიდან გამომდინარე ვინც ჩვენ არ მოგვცა ხმა", - განაცხადა ბოკერია,

მანვე დასძინა, რომ  ყველაფერი უნდა სცადონ, რათა ივანიშვილმა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლოს.

"დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა დღეს საღამოს სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს იქნება რთული ბრძოლა, მაგრამ ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში დღეს 19:30 საათზე პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics