|
2016-10-11 15:17:46, 692 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის შეფასებით, მარნეულის ინციდენტზე შსს-მ მყისიერი და ეფექტური რეაგირება მოახდინა
პრეზიდენტის შეფასებით, მარნეულის ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მყისიერი და ეფექტური რეაგირება მოახდინა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ „ექსპრესნიუსის“ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, მარნეულის და არჩევნების დღეს გამოვლენილი სხვა ინციდენტები, პრეზიდენტის მიერ ფასდება როგორც კონკრეტული კრიმინალური შემთხვევები, რომლებსაც სწრაფი და ეფექტური რეაგირება სჭირდება. „მარნეულის ინციდენტს რაც შეეხება, მასთან დაკავშირებით შსს-ს ჰქონდა მყისიერი და ეფექტური რეაგირება. ეს ინციდენტი მოგეხსენებათ არჩევნების დღეს მოხდა. ზოგადად ბევრი ექსცესები იყო ამ პერიოდში. ცხადია, ეს შემთხვევები არის გამონაკლისი და საარჩევნო კლიმატის განმსაზღვრელი თემა არ ყოფილა. მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში პრეზიდენტი საუბრობდა იმაზე, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ძალებში არსებობენ აგრესიისკენ მიდრეკილი დაჯგუფებები და რომ საჭირო იყო ამ დაჯგუფებების გარკვეულწილად მოთოკვა. ეს ცალკეული დარღვევები, რომლებზეც თქვენ საუბრობთ, მათ შორის მარნეულის შემთხვევა, პრეზიდენტის მიერ ფასდება, როგორც კონკრეტული კრიმინალური შემთხვევა, რომელსაც სწრაფი და ეფექტური რეაგირება სჭირდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა წინ არჩევნების მეორე ტურია“,-განაცხადა მიშველაძემ.
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)