18:27 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-11 14:56:09, 753 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, მეორე ტურზე და საარჩევნო დაპირებების შესრულებაზე კონცენტრირდეს

მმართველ გუნდში   კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესის  შეცვლაზე ალაპარაკდნენ, რომელიც სახელმწიფოს მეთაურის არა ხალხის,  არამედ პარლამენტის მიერ არჩევას გულისხმობს.

აღნიშნულ საკითხს პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე გამოეხმაურა.

მისი თქმით, პრეზიდენტი მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ მეორე ტურზე და საარჩევნო დაპირებების შესრულებაზე კონცენტრირდეს:

„ისეთზე, როგორიც არის სოციალური ვალდებულების შესრულება, დასაქმების  საკითხი, ეკონომიკური გაჯანსაღება, ახალი პროექტების შექმნა, კონცენტრირდნენ პირველ რიგში ხალხზე, ხოლო პრეზიდენტი გააგრძელებს სამი წლის წინ ქვეყნისა და ხალხის წინაშე დადებული ფიცის შესრულებას, რაც გულისხმობს რომ დაიცავს საქართველოს კონსტიტუციას, გააგრძელებს მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე ზრუნვას“,-განაცხადა მიშველაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics