18:27 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-11 14:37:41, 916 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის შეფასებით, არჩევნების შედეგი დღევანდელი საარჩევნო სისტემითაა განპირობებული

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, საპარლამენტო არჩევნების შედეგი, რომ პარლამენტში მხოლოდ სამი პარტია იქნება წარმოდგენილი, დღეს არსებული საარჩევნო სისტემითაა განპირობებული.

ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა.

მიშველაძის თქმით, პრეზიდენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლაზე ძალისხმევა არ დაიშურა, თუმცა მისი მცდელობის მიუხედავად, საარჩევნო სისტემა არ და ვერ შეიცვალა.

„პრეზიდენტმა არჩევნების წინა დღეს იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანას ეყოლებოდა მრავალპარტიული პარლამენტი. სამწუხაროდ, პარლამენტში არაა წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების ფართო სპექტრი. ეს შედეგეი განპირობებულია იმ საარჩევნო სისტემით, რომელიც გვაქვს დღეს, რომლის შეცვლაზე ძალისხმევა არ დაუკლია პრეზიდენტს, მაგრამ მისი მცდელობის მიუხედავად საარჩევნო სისტემა არ და ვერ შეიცვალა“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

მისივე თქმით, დღევანდელ მოცემულობაში პარტიების დაშლა პრეზიდენტს ძალიან სამწუხარო ფაქტად მიაჩნია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics