13:55 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-21 13:05:21, 659 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: ცუდია, თუ სახალხო დამცველი ასწრებს სასამართლოს და ერევა მის საქმეებში

"ცუდია, თუ სახალხო დამცველი ასწრებს სასამართლოს და ერევა მის საქმეებში", - ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით უჩა ნანუაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.

ივანიშვილის თქმით, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე მას შეფასების გაკეთება არ სურს, თუმცა ფიქრობს, რომ არამიზნობრივად დახარჯული 5 მილიონი ლარის საკითხი კითხვებს აჩენს.

"სახალხო დამცველი თუ ასეთ აზრს გამოთქვამს სასამართლოს დამთავრებამდე, ძალიან ცუდია. ის ასწრებს სასამართლოს და ერევა მის საქმიანობაში. მე პირადად არ მომისმენია მისი ეს განცხადება, ზოგადი დამოკიდებულებაა, რომ არ არის დამტკიცებული, რომ მათ ეს ჯიბეში ჩაიდეს, ეს ვერ დაამტკიცა პროკურატურამ, მაგრამ არამიზნობრივად გაფლანგული 5 მილიონი ლარი კითხვებს იწვევს. მე არ ვარ მოსამართლე და არ ვაპირებ დასკვნები გავაკეთო, დაველოდოთ სასამართლოს", - აღნიშნა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა
ფასების კომისიის მილიონერი თავმჯდომარე - რეგიონებში დისტრიბუციის ცენტრები უნდა შეიქმნას
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics