13:55 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-21 12:03:39, 1687 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმს ასაჯაროებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმს ასაჯაროებს.

მემორანდუმი მედიის წარმომადგენლებს პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააცნო.

„ჩვენ, ქვემორე ხელმომწერი 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონაწილე საარჩევნო სუბიექტები, ვაცნობიერებთ რა, რომ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება არის საქართველოში დემოკრატიის განვითარებისა და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის აუცილებელი პირობა, ვაცნობიერებთ რა, რომ საარჩევნო სუბიექტის მიერ სხვა საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ კონტრაქციის მოწყობა ქმნის ძალადობის პროვოცირების განსაკუთრებულ საფრთხეს, ვთანხმდებით, რომ უზრუნველვყოფთ ჩვენი აქტივისტების დისტანცირებას სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ ან მის მხარდასაჭერად გამართული აქციისგან, შეხვედრისგან ან სხვა მსგავსი სახის ღონისძიებისგან და მივიღებთ ყველა ზომას, რათა არ დავუშვათ ჩვენი აქტივისტების მიერ სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ გამართული ღონისძიების ხელშეშლა. წინამდებარე შეთანხმება ვრცელდება მთელ საარჩევნო პერიოდზე, არჩევნების საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებამდე“, - აღნიშნულია მემორანდუმში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა
ფასების კომისიის მილიონერი თავმჯდომარე - რეგიონებში დისტრიბუციის ცენტრები უნდა შეიქმნას
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics