14:01 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-14 12:20:21, 672 ნახვა

საზოგადოება
„დასაქმების ხელშეწყობა პროფესიული მომზადება /გადამზადების გზით“ პროგრამის ფარგლებში, 48 კურსდამთავრებული დაჯილდოვდა.

,,დასაქმების ხელშეწყობა პროფესიული მომზადება /გადამზადების გზით’’ პროგრამის ფარგლებში, 48 კურსდამთავრებული დაჯილდოვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაჯილდოების ცერემონია ქობულეთში, კოლეჯ ,,ახალი ტალღა’’ - ში გაიმართა. ღონისძიებას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ნონა გალოგრე და აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი, თემურ კახიძე ესწრებოდნენ.

,,ვულოცავ ყველა კურსდამთავრებულს სასწავლო პროცესის დასრულებას და ვუსურვებ წარმატებებს. როგორც ჩემთვის ცნობილია, მათგან უმეტესობა უკვე დასაქმებულია, რაც ხაზს უსვამს პროგრამის აქტუალობას, შესაბამისად მასში ჩართულ ყველა მხარეს ვულოცავ და კიდევ უფრო ნაყოფიერ, შედეგზე ორიენტირებულ სასწავლო წლებს ვუსურვებ" - აღნიშნა მინისტრის მოადგილე, ნონა გალოგრემ.

ღონისძიებაზე პროგრამის მოსარგებლეებს გადაეცათ კვალიფიკაციის დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი და ასევე, თითოეულ პროფესიულ ჯგუფში წარმატებულ კურსდამთავრებულებმა მიიღეს სამუშაო იარაღი, რომელიც მათ პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს.

პარალელურად ჩატარდა პროფესიების ინფო ტური და მოწვეულ სტუმრებს, კურსდამთავრებულებს, პედაგოგებთან ერთად, შესაძლებლობა მიეცათ ჩართულიყვნენ სხვადასხვა პროფესიების პრაქტიკულ აქტივობაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა
ფასების კომისიის მილიონერი თავმჯდომარე - რეგიონებში დისტრიბუციის ცენტრები უნდა შეიქმნას
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics