|
2023-10-13 18:17:34, 609 ნახვა
საზოგადოება
მიქანაძე - ვარშავაში ვარ საპარლამენტო არჩევნების დასაკვირვებლად, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია თბილისშია, ამ დროს „ნაცების“ ერთ-ერთი მედია ამბობს, რომ სტრასბურგში ვართ
უკვე მეორე დღეა ვარშავაში ვარ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ეგიდით 15 ოქტომბერს გასამართი საპარლამენტო არჩევნების დასაკვირვებლად. ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ხატია წილოსანი და ეკა სეფაშვილი თბილისში არიან. ამ დროს „ნაცების“ ერთ-ერთი მედია ამბობს, რომ სტრასბურგში ვართ, - ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ირაკლი ჩიქოვანის ხელმძღვანელობით ევროპულ საბჭოში იმყოფება. ამის შესახებ გივი მიქანაძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს. „უკვე მეორე დღეა ვარშავაში ვარ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ეგიდით 15 ოქტომბერს გასამართი საპარლამენტო არჩევნების დასაკვირვებლად. ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ხატია წილოსანი და ეკა სეფაშვილი თბილისში არიან. ამ დროს „ნაცების“ ერთ-ერთი მედია ამბობს, რომ სტრასბურგში ვართ. რომელ რეალობას დავუჯერო არ ვიცი. რამდენიმე დღის წინ რაღაც “ნიუსი” შემომხვდა სოცქსელებში, სამყარო ერთი დიდი სიმულაციააო, შეიძლება ეგაა“ - წერს გივი მიქანაძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)