|
2023-10-13 15:52:50, 596 ნახვა
საზოგადოება
გლდანის გამგეობამ ორ მისამართზე სკვერის მოწყობა დაასრულა
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, მერვე მიკრორაიონში N2-N4 და მეშვიდე მიკრორაიონის N6ა კორპუსებთან არსებული დაზიანებული სკვერები სრულად რეაბილიტირდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს. უწყების ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონები, ფიტნეს სივრცე, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ორივე სკვერისთვის, ჯამში, 469 911 ლარი დაიხარჯა. „ამასთან, მერვე მიკრორაიონის N1 საცხოვრებელ კორპუსებთან 16-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა და ავტომობილებისთვის საპარკინგე სივრცე მოეწყო. დასრულებულ პროექტებს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)