|
2023-03-23 14:44:26, 1179 ნახვა
მსოფლიო
მედვედევი - პუტინის დაკავება რუსეთისთვის ომის გამოცხადება იქნება
ვლადიმერ პუტინის დაკავება რუსეთისთვის ომის გამოცხადება იქნება,- ასე ეხმაურება რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი, პუტინის დაკავებასთან დაკავშირებით, გერმანიის იუსტიციის მინისტრის განცხადებას. როგორც მედვედევმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კომპეტენცია რუსეთისთვის უმნიშვნელოა და რომ ჰააგის სასამართლო „ერთგვარი იურიდიული არარაობაა, რომელსაც არაფერი გაუკეთებია მნიშვნელოვანი დაარსების დღიდან“. „გასაგებია, რომ ეს არის სიტუაცია, რომელიც არასდროს განხორციელდება, თუმცა ამის მიუხედავად, მოდით, წარმოვიდგინოთ, რომ ის განხორციელდა. ბირთვული სახელმწიფოს მოქმედი ხელმძღვანელი ჩავიდა დავუშვათ, გერმანიის ტერიტორიაზე და ის დააკავეს. რა არის ეს? რუსეთის ფედერაციისთვის ომის გამოცხადება. უკვე ასეთ შემთხვევაში ყველა ჩვენი საშუალებები გაფრინდება ბუნდესტაგისკენ, კანცლერის ოფისისკენ და ა.შ. მას ესმის, რომ ეს არის „კაზუს ბელი“, რომ ეს არის ომის გამოცხადება? თუ ის ცუდად სწავლობდა?“ - ამბობს მედვედევი. შეგახსენებთ, 17 მარტს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას გერმანიის იუსტიციის მინისტრმა, მარკო ბუშმანმა თქვა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი გერმანიის მიწაზე ფეხს დადგამს, მის წინააღმდეგ დაკავების ორდერი დაუყოვნებლივ გაიცემა.
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)