19:24 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-16 12:16:39, 1275 ნახვა

მსოფლიო
მოლდოვამ რუსული კომპანია „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის მიღებაზე უარი თქვა

მოლდოვამ რუსული კომპანია „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის მიღებაზე უარი თქვა,- აღნიშნულის შესახებ მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრმა, ვიქტორ პარლიკოვმა განაცხადა.

პარლიკოვის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მოლდოვამ რუსულ ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებულება შეამცირა და 2022 წლის დეკემბრიდან დღემდე რუსული ბუნებრივი აირი მოლდოვის გავლით მხოლოდ ოკუპირებულ დნესტრისპირეთს მიეწოდებოდა.

მისივე თქმით, დნესტრისპირეთი არასდროს უხდიდა გაზპრომს მიღებული ბუნებრივი აირის საფასურს.

"დნესტრისპირეთს აქამდე არასდროს გადაუხდია ბუნებრივი აირის საფასური და არც ახლა იხდის. გაზპრომი მიჩვეულია მისგან ვალებს. თუმცა მოლდოვის სხვა რეგიონებთან მიმართებაში ის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტით შანტაჟს მიმართავს",- განაცხადა პარლიკოვმა.

ენერგეტიკის მინისტრის თქმითვე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის $300 მლნ-იანი კრედიტის წყალობით, მოლდოვამ შეძლო დასავლეთის ქვეყნებისგან მიწოდების უზრუნველყოფა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics