19:24 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-24 20:38:45, 1013 ნახვა

მსოფლიო
აშშ-მა, ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასიური მკვლელობები, გენოციდად აღიარა

თეთრმა სახლმა, მე -20 საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი მკვლელობები გენოციდად აღიარა. განცხადება 24 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააკეთა, როცა ამ მოვლენების ხსოვნის დღე დღე აღინიშნება.

თეთრი სახლი ტრადიციულად აქვეყნებს ამ დღეს გარდაცვლილთა ხსოვნისადმი მიძღვნილ განცხადებას, მაგრამ წელს განაცხადში პირველად გამოყენებულ იქნა ტერმინი "გენოციდი".

განცხადებაში ნათქვამია, რომ 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში მასობრივი განადგურების კამპანიის მსხვერპლი ერთი მილიონი სომეხი იყო. განცხადებაში ხაზგასმულია მოწოდება ახალი მსოფლიოს მშენებლობას აუცილებლობაზე, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებების დაცვასა და პატივისცემას, სადაც ყველა ადამიანის ღირსება და უსაფრთხოება შენარჩუნდება და წარსულის საშინელებები არ განმეორდება.
ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915 წელს ეთნიკურ სომეხთა მასობრივი ხოცვის ფაქტის აშშ-ს მიერ გენოციდად შესაძლო აღიარების ინფორმაციას თურქეთი არ მიესალმება. ამას 21 აპრილს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ გამოეხმაურა. 

"განცხადებები, რომელთაც სამართლებრივი ვალდებულებები არ გააჩნია, სარგებლის მომტანი ვერ იქნება, პირიქით, [აშშ-თურქეთის] კავშირებს დააზიანებს. თუკი აშშ-ს ურთიერთობის გაუარესება სურს, მათი ნებაა". – თქვა ჩავუშოღლუმ Habertürk-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics