|
2021-04-22 09:32:00, 730 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე 1 700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
რუსეთში, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე პოლიციამ 1 700-ზე მეტი ადამიანი დააკავა, პეტერბურგში კი, 800-ზე მეტი - აღნიშნულ ინფორმაციას OVD-Info-ზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს. რუსული მედია წერს, რომ სამართალდამცველებმა ყველაზე ნაკლებ მოსკოვში, 29 ადამიანი დააკავეს. მათივე ინფორმაციით, პოლიცია იყენებდა უხეშ ფორმებს აქციის მონაწილეების მისამართით და პეტერბურგში აქტივისტების წინააღმდეგ, დაკავებისას, ელექტროშოკი გამოიყენა. ცნობისთვის, გუშინ, 21 აპრილს რუსეთს მასშტაბით, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები გაიმართა, რომელიც საპატიმროში იმყოფება. პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნი მარტის ბოლოდან შიმშილობს. მისმა ექიმმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის მესამე კვირაში სწრაფად უარესდება და ის, შესაძლოა, სიკვდილის პირას აღმოჩნდეს.
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)