|
2021-01-08 13:56:31, 936 ნახვა
მსოფლიო
მეცნიერებმა კორონავირუსის სამკურნალო ორი მედიკამენტი აღმოაჩინეს
მეცნიერებმა კორონავირუსის სამკურნალო ორი მედიკამენტი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. მედიის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთსა და კიდევ ხუთ ქვეყანაში ჩატარებულმა კვლევებმა კიდევ ორი პრეპარატი გამოავლინა, რომლებსაც პანდემიის დროს სიცოცხლის გადარჩენა შეუძლიათ. როგორც „ბიბისის“ წერს, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები „ტოცილიზუმაბა“ და „სარილუმაბა“ უკვე ხელმისაწვდომია დიდ ბრიტანეთში, ამიტომ მათი გამოყენება შესაძლებელია კოვიდ -19 პაციენტებში დაუყოვნებლივ სამკურნალოდ. ლონდონის საიმპერიო კოლეჯის მკვლევარი, პროფესორი ენტონი გორდონი აცხადებს, რომ კვლევების თანახმად, მედიკამენტებმა შესაძლოა ყოველი მე-12 პაციენტის სიცოცხლე გადაარჩინოს, რაც, მისი თქმით, „დიდი ეფექტია“. გარდა ამისა, კვლევების მიხედვით, აღნიშნული ორი მედიკამენტი ამცირებს სიკვდილიანობას, პაციენტების გამოჯანმრთელებას აჩქარებს და 1 კვირით ამცირებს იმ დროის ხანგრძლივობას, რაც კრიტიკულად დაავადებულ პაციენტებს ინტენსიურ თერაპიაში სჭირდებათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)