|
2021-01-07 14:17:52, 962 ნახვა
მსოფლიო
ანგელა მერკელი - სამწუხაროა, რომ დონალდ ტრამპმა არჩევნებში მარცხი ამ დრომდე არ აღიარა
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ვაშინგტონში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებული და გაბრაზებულია. როგორც ის აღნიშნავს, ვაშინგტონში განვითარებული მოვლენები ტრამპის მიერ არჩევნებში დამარცხების არაღიარებამ გამოიწვია. „სამწუხაროა, რომ დონალდ ტრამპმა არჩევნებში მარცხი ამ დრომდე არ აღიარა. სწორედ ამან შექმნა ისეთი ატმოსფერო, რომელშიც ასეთი ძალადობრივი მოვლენები განვითარდა. დემოკრატიის ძირითადი წესია, რომ არჩევნების შემდეგ არიან გამარჯვებულები და დამარცხებულები. ვაშინგტონში განვითარებული მოვლენები კი არ არის კარგი დემოკრატიული პროცესებისთვის. ცნობისთვის, ვაშინგტონში, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა, არეულობის შედეგად კი ოთხი ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)