უკრაინული პარტიის "ბატკივშინას" ლიდერი იულია ტიმოშენკო საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერას უცხადებს, - ამის შესახებ NewsOne იუწყება.
ქარიშხალ „ირმას“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მექსიკის ხელისუფლებამ, ჩრდილოეთ კორეის ელჩი, ფხენიანის მიერ ბირთვული გამოცდების გამო, პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება არასასურველია, თუმცა ეს ვარიანტი რეალურია, - ამის შესახებ CNBC იუწყება.
რუსეთის ავიაციამ სირიის ქალაქ დეირ-ეზ-ზორთან ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ სამეთაურო პუნქტი დაბომბა, რის შედეგადაც დაჯგუფების ერთ-ერთი მეთაური დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვია, - ამის შესახებ AFP იუწყება.
ნიუ-იორკში დაკავებული ქართველი სპორტსმენის, ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი დღეს თბილისის დროით 12:00 საათზე გაიმართება.
ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო", დიდ ბრიტანეთსა და ევროპის კონტინენტზე ახალ ტერაქტებს გეგმავს, - ამის შესახებ Telegraph თალიბანის სამხედროებზე დაყრდნობით იუწყება.
ქარიშხალ „ირმას“ შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
ტეხასში ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ CBS იუწყება.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ევროკავშირმა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები უნდა გააფართოვოს. ", - ამის შესახებ Reuters იუწყება.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ქვეყნებს მოუწოდა ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლა გააგრძელონ, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივმა ელჩა ნიკი ჰეილიმ შესაძლოა ქვეყნის სახელმწიფო მდივნის პოსტზე რექს ტილერსონი შეცვალოს, - ამის შესახებ Foreign Policy სახელისუფლებო წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან ოფიციალურად გასვლისთანავე თავისუფალი სამუშაო ძალის გადაადგილებას შეაჩერებს და ქვეყანაში მომუშავე უცხოელებს პირობებს გაუმკაცრებს, - ამის შესახებ Guardian ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს კონფიდენციალურ დოკუმენტზე დაყრდნობით იუწყება.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More