01:10 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-08 04:40:15, 2403 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის სასაზღვრო სამსახური „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზე სააკაშვილის მისვლასთან დაკავშირებით, მგზავრებს აფრთხილებს

10 სექტემბერს პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მისვლასთან დაკავშირებით, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

სასაზღვრო სამსახური მგზავრებს მიმართავს:

"იმ მგზავრების საყურადღებოთ, ვინც პოლონეთიდან საზღვრის გადმოკვეთას აპირებთ:

პოლიტიკური პარტია და დეპუტატები  10 სექტემბერს "კრაკოვეცის" გამშვებ პუნქტთან შეკრებას და აქციის მოწყობას აპირებენ. შესაბამისად უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური აქციის მონაწილეებს მოუწოდებს გამშვებ პუნქტზე დაწესებული განსაკუთრებული წესები დაიცვან. მასობრივი შეკრებების შესაძლო ჩატარებასთან დაკავშირებით 9-12 სექტემბრის პერიოდის განმავლობაში უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური გირჩევთ მარშრუტის სხვა გზები აირჩიოთ, რათა თავიდან აიცილოთ დისკომფორტი", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics