ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანონპროექტს მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც ქარიშხალ "ჰარვის" შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად ბიუჯეტიდან 15 მილიარდი დოლარი გამოიყოფა, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
ქართველმა სპორტსმენმა ავთანდილ ხურციძემ გირაოთი გათავისუფლებაზე უარი განაცხადა, - ამის შესახებ სპორტსმენის მეგობარმა მერაბ დვალიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.
უკრაინის რადიკალური პარტიის წევრის, დეპუტატ დმიტრი ლინკოს ინფორმაციით, კიევში, ავტომობილის აფეთქების შედეგად დაღუპული თემურ მახაური სირიაში, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ იბრძოდა.
კიევში ავტომობილის აფეთქების შედეგად დაღუპულ თემურ მახაურზე რუსული სპეცსამსახურები ნადირობდნენ, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტომ ქვეყანაში გუშინ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა, - ამის შესახებ Al Jazeera იუწყება.
კიევში ავტომობილის აფეთქების საქმეზე გამოძიება საზოგადოებისთვის სახიფათო საშუალებით განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა არიომ შევჩენკომ განაცხადა.
კიევში ავტომობილის აფეთქების შედეგად დაშავებულ ქალს შესაძლოა ფეხის ამპუტაცია დასჭირდეს, - ამის შესახებ 112.ua იუწყება.
მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
კიევში ავტომობილის აფეთქების დროს დაღუპული თემურ მახაური, საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მეგობარი იყო, - ამის შესახებ გამოცემა „ცენზორის“ მთავარი რედაქტორი იური ბუტუსოვი თავის სტატიაში წერს.
კიევში ავტომობილის აფეთქებას, შესაძლოა, ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭოს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ნაციონალური პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერის არტიომ შევჩენკოს ინფორმაციით, კიევში ავტომობილის აფეთქების შედეგად დაღუპული თემურ მახაური უკრაინაში იაარღის უკანონო შენახვისთვის პირობით სასჯელს იხდიდა, - ამის შესახებ TSN.UA იუწყება.
უკრაინაში, ქალაქ კიევის ცენტრში, ბასარაბის მოედნის მახლობლად, ავტომობილი აფეთქდა.
მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ AFP იუწყება.
სანქტ-პეტერბურგში სახელმწიფო ერმიტაჟის ზამთრის სასახლეში ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ Тass იუწყება.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More