მეუფე თეოდორე: ამბობენ, რომ ეკლესიაში საშინელება ხდება, გველეშაპები ვართ და ვცდილობთ, მამა გიორგი დავახრჩოთ
სამწუხაროდ, ეკლესიას ძალიან ბევრი მტერი ჰყავს ქვეყნის გარეთაც და ქვეყნის შიგნითაც, რომლებსაც სურთ ეკლესიის დისკრედიტაცია, - ამის შესახებ მეუფე თეოდორე ჭუაძემ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომლის აუდიოჩანაწერიც საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა.