|
2017-06-23 13:23:56, 1756 ნახვა
საზოგადოება
მეუფე თეოდორე: ამბობენ, რომ ეკლესიაში საშინელება ხდება, გველეშაპები ვართ და ვცდილობთ, მამა გიორგი დავახრჩოთ
სამწუხაროდ, ეკლესიას ძალიან ბევრი მტერი ჰყავს ქვეყნის გარეთაც და ქვეყნის შიგნითაც, რომლებსაც სურთ ეკლესიის დისკრედიტაცია, - ამის შესახებ მეუფე თეოდორე ჭუაძემ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომლის აუდიოჩანაწერიც საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა. როგორც მეუფე თეოდორემ აღნიშნა, ყველას სურვილია, რომ მამა გიორგი მამალაძის საქმეზე სიმართლე დადგინდეს. „მთავარი არის სიმართლე, ეს ყველას გვინდა და თითოეული ჩვენთაგანის სურვილია, მაგრამ ძალიან ცუდია, როცა ეს გადადის ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობაში. პოლიტიკოსები პოლიტიკურად იყენებენ ამას და ეკლესიის მოწინააღმდეგეები იყენებენ ეკლესიის საწინააღმდეგოდ. მთავარია, თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა გაითვალისწინოთ, რომ არ მივცეთ არავის უფლება ამ საქმით მანიპულირების. ეს არის პრობლემა, რომ ყველა იყენებს ამ საქმეს სათავისოდ. არც მამა გიორგის სასარგებლოდ იყენებს არავინ და არც ეკლესიის სასარგებლოდ“, - განაცხადა მეუფე თეოდორემ. მეუფის თქმით, მისთვის გაუგებარია რატომ ადანაშაულებენ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებაში ეკლესიას. „ყოველთვის ამბობენ, რომ ეკლესიაში საშინელება ხდება, რაღაც გველეშაპები ვართ ჩვენ და ვცდილობთ, რომ ეს ერთი მამა გიორგი დაგვეხრჩო სულ ყველას. ჩვენ თავს არ ვიმართლებთ არასდროს. ეკლესიის წევრები არ გამოვსულვართ საჯაროდ და თავი არ გვიმართლებია. თქვენ ძალიან კარგად იცით უამრავი რამ დაიწერა თითოეულ ჩვენგანზე და არც ერთს თავი არ გვიმართლებია. თუ შევეცდებით, რომ რაღაც სამართლებრივ საკითხებში ვითანამშრომლოთ. ის, რომ მამა გიორგის საქმე გამოიყენო ეკლესიის მტრებმა ოჯახის და თვითონ მამა გიორგის წინააღმდეგ, ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. მამა გიორგის გამართლება ისევ ეკლესიის დისკრედიტაციით დაიწყო, თითქოს ეკლესიაა იმაში დამნაშავე, რომ მამამ გიორგი დაიჭირეს. რატომ ვართ ჩვენ დამნაშავე იმაში, რომ მამა გიორგი დაიჭირეს? აი, ეს ვერ გავიგე“, - განაცხადა მეუფე თეოდორემ.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)