2017-06-22 21:45:01, 2624 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ბოტანიკურ ბაღში ტურისტული ატრაქციონი - „ზიპლაინ ნარიყალა“ გაიხსნება
23 ივნისს, თბილისის ბოტანიკურ ბაღში ტურისტული ატრაქციონი - „ზიპლაინ ნარიყალა“ გაიხსნება.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი facebook-ზე ავრცელებს.
Zip Line-ი გაჭიმულ ფოლადის კაბელზე თავისუფლად მოძრავი როლერია, რომლითაც შესაძლებელია ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტამდე უსაფრთხოდ ჩასრიალება.
ამ ატრაქციონის საშუალებით, ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, ნარიყალას კომპლექსიდან ბოტანიკური ბაღის ცენტრალურ საპარკე სივრცეში ჩამოსრიალდნენ.
ორ სპეციალურ ბაქანს შორის მანძილი 270 მეტრია, ხოლო სიმაღლე - 30მ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან