ჯანელიძე: ჩვენ ვთამაშობთ მნიშვნელოვან როლს არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ გლობალურად
ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის მეექვსე შეხვედრა, საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ელმარ მამედიაროვისა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს მონაწილეობით გაიმართა.