|
2017-09-06 01:56:01, 1981 ნახვა
საზოგადოება
EPPO აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში საქართველოს სრულ მხარდაჭერას პირდება
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ევროპისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნების მცენარეთა დაცვის მთავრობათაშორისი ორგანიზაციის (EPPO) გენერალურმა დირექტორმა მარტინ ვორდმა კლიმატის გლობალური ცვლილებების პირობებში, მცენარეთა დაცვისა და მავნებლებთან ბრძოლის საკითხები განხილეს. საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება საქართველოში ახლად გავრცელებული მავნებელი მწერის აზიური ფაროსანას საკითხზე გამახვილდა და ხაზგასმით იქნა აღნიშნული მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლაში დარგობრივი საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობის საკითხი. „მავნებლის მიერ საქართველოსთვის მიყენებული ზიანი, საერთაშორისო განგაშის საფუძველი უნდა გახდეს, რომ მავნებელთან ეფექტიანი ბრძოლის მეთოდების შემუშავების მიზნით, განხორციელდეს მწერის შესწავლა და კვლევა, ვინაიდან, დღეს თუ საქართველოს აქვს პრობლემა, ხვალ შეიძლება ნებისმიერი სხვა ქვეყანა აღმოჩნდეს იგივე მდგომარეობაში“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ევროპისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნების მცენარეთა დაცვის მთავრობათაშორისი ორგანიზაციის (EPPO) გენერალური დირექტორის მარტინ ვორდის განცხადებით ისევე, როგორც საქართველოსთვის ევროპისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნების მცენარეთა დაცვის მთავრობათაშორისი ორგანიზაციისთვისაც აზიური ფაროსანა ახალი გამოწვევაა. მისი თქმით, 2008 წელს აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებული პრობლემა შვეიცარიაშიც მწვავედ იდგა. მავნებლის გავრცელება საერთაშორისო პრობლემაა და მარტინ ვორდმა ქართული მხარის მიმართ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში სრული მხარდაჭერა გამოხატა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ევროკავშირის მხარდაჭერითა და საქართველოს ჩართულობით აზიური ფაროსანას კვლევა დაიწყება, რაც ექსპერტებს და მეცნიერებს მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი მეთოდოლოგიის შემუშავებაში დაეხმარება. მუშაობა ასევე დაიწყება ევროკავშირში ახალი ბიოლოგიური აგენტის (მწერის) პოპულაციის კონტროლისთვის, რაც ევროკავშირის რეგულაციებთან შესაბამისობას შეუწობს ხელს. შეხვედრაზე მატინ ვორდმა პირადად მიულოცა მინისტრს საქართველოს ორგანიზაციაში გაწევრიანება. აღსანიშნავია, რომ საქართველო ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის მთავრობათაშორის ორგანიზაციაში (EPPO) 2016 წელს გაწევრიანდა. შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სააგენტოს ფიტოსანიტარული მიმართულების თანამშრომლები ესწრებოდნენ. (NS)
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)