საარჩევნო ადმინისტრაცია 2017წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მედიაორგანიზაციების აკრედიტაციას აგრძელებს. იმისათვის, რომ მედიის წარმომადგენლებს ყველა დონის საარჩევნო კომისიების სხდომებზე (ცესკო, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები) დასწრებისა და კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნის უფლება მიენიჭოთ, მედიასაშუალებებმა უნდა გაიარონ აკრედიტაცია (საქართველოსსაარჩევნოკოდექსი, მუხლი 44).
საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მექსიკაში 8 სექტემბერს მომხდარი მძლავრი მიწისძვრის გამო, რომლის შედეგადაც, არსებული მონაცემებით, 61 ადამიანი დაიღუპა.
სამშენებლო კომპანია „მეტრო“ ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრებს შეხვდა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარისგან, გიორგი სამანიშვილისგან რთველის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს ესტუმრა პოლონეთის დელეგაცია, რომლის წევრებიც ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში მოწყობილ მცირე გამოფენაზე გენერალ ალექსანდრე ზაქარიაძესთან დაკავშირებულ დოკუმენტებს გაეცნენ.
თურქეთის რიგ გუბერნიებში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველი ქართველებისთვის მუშაობის ნებართვის მიღება გამარტივდა, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის კმ12-კმ18 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.ამავე გზის კმ1-კმ11 და კმ19-კმ24 მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის დირექტორს სლავომირ ფრაჩაკს, ასევე პოლონეთის არმიისა და კატინის მუზეუმების დირექტორებს - ადამ ბულავასა და ევა კოვალსკას უმასპინძლა. შეხვედრას საქართველოში პოლონეთის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ერჟი პტაშეკი, თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები და დელეგაციის სხვა წევრები დაესწრნენ.
შიდა-ქართლის რეგიონში, გორის რაიონში, ოთარ ზარიძემ, „დანერგე მომავალის“ პროექტის ფარგლებში ახალი ხეხილის ბაღი 2015 წელს გააშენა.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 7 სექტემბერს კახეთის ოთხ რაიონში 1800 კვ.კმ საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა, რისთვისაც სისტემამ 41 რაკეტა გაისროლა
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გენერალური აუდიტორობის კანდიდატი დაასახელა.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თამარაშვილის ქუჩაზე ხის უკანონო მოჭრის ფაქტთან დაკავშირებით, მათ წუხელ, გვიან ღამით ეცნობა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More