11:21 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
დავით თარხან-მოურავი: არჩევანი საქართველოს სასარგებლოდ გავაკეთე

„არჩევანი საქართველოს სასარგებლოდ გავაკეთე“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

ირმა ინაშვილი: ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის ისეთ მომავალს, სადაც არჩევნები არ ყალბდება

„ხმა მივეცი და მხარი დავუჭირე ჩვენი ქვეყნის ისეთ მომავალს, სადაც არჩევნები არ ყალბდება, სადაც არ ხდება ის, რაც ამ წუთებში ხდება იორმუღანლოში“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„გამჭვირვალობა“: ამ ეტაპზე 70 მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი დარღვევა დაფიქსირდა
შსს-მ ენმ-ს მხარდამჭერების ცემის ფაქტზე საქმე 125-ე მუხლით აღძრა
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“: ტყვიავში „ოცნებისა“ და ოქრუაშვილის აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ტყვიავში „ქართული ოცნებისა“ და ირაკლი ოქრუაშვილის აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, - ინფორამციას „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ავრცელებს.

ერთ-ერთ უბანზე რეგისტრატორი ბიულეტენს ყუას ისე ახევდა, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიის ნომერი არ ჩანდა

ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლისში რეგისტრატორი ბიულეტენს ყუას ახევდა იმგვარად, რომ  ამომრჩეველს არ ჰქონოდა შესაძლებლობა, მიეთითებინა ბიულეტენში ნომერი1.

ცესკო: დიდუბის მე-14 უბანზე, საუბნო-საარჩევნო კომისიის მიერ შეცდომით შევსებული ოქმი გაუქმებულია
უსუფაშვილი: ჩვენ არ უნდა ვიგლოვოთ ან ვიზეიმოთ ეგზიტპოლების შედეგების შემდეგ, დაველოდებით კომისიის შედეგებს
საოლქო-საარჩევნო კომისიებში, ამ დროისთვის, საერთო ჯამში 46 საჩივარია შეტანილი

ამ დროისათვის საერთო ჯამში ყველა საოლქო-საარჩევნო კომისიაში  46 საჩივარია შეტანილი.

დავით უსუფაშვილი: შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ჩვენ შევძელით არჩევნების კარგად ორგანიზება
ეტლით მოსარგებლე: მიუხედავად დაპირებებისა, რომ საარჩევნო უბნები იქნებოდა ადაპტირებული, რეალობა აბსოლუტურად სხვა დამხვდა
ცესკო-ს ინფორმაციით, 15:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 34,79% შეადგინა
გიორგი ტუღუშის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმოამდგენლებს 20-მდე პირი ფიზიკურად გაუსწორდა

„მინდა „ქართული ოცნების“ აქტივისტებს მოვუწოდო, მაქსიმალურად ეცადონ, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ნუ ჩაიდენენ დანაშაულს“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ტუღუშმა  პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე: საინტერესოა, რომ ბატონმა სააკაშვილმა უკან არჩევნების დღეს დაიხია
ირაკლი კობახიძე: ვაზისუბანში 48-ე საარჩევნო უბანთან დამკვირვებლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

 „ქართული ცონების“ აღმასრულებელი მდივანის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სხვადასხვა საარჩევნო უბანზე გარკვეული ტექნიკური ხარვეზები ფიქსირდება, თუმცა ასეთი  ხარვეზები  საარჩევნო პროცესს ყოველთვის თან ახლავს. 

ზუგდიდში „ოცნებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებს შორის შელაპარაკება მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics