„დროა, ოკუპაციის ხაზით დაყოფილ საზოგადოებას შორის აღდგეს ნდობა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა პროვოკაციული ქმედებების ნაცვლად, ხელი შეუწყოს შერიგებისა და დაახლოების პოლიტიკას“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.