00:20 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-08 20:01:00, 1903 ნახვა

პოლიტიკა
გომელაური: ოპერატიულ-ტექნიკური სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ალეკო ტაბატაძის კანდიდატურა არ მოიაზრება

ოპერატიულ-ტექნიკური სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ალეკო ტაბატაძის კანდიდატურა არ მოიაზრება, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

მისი თქმით, მონახაზში არის რამდენიმე ადამიანი, თუმცა ის ვერ დაასახელებს სახელებს და გვარებს.

"ჯერ გადაწყვეტილი არ არის ვინ იქნება. კანონმდებლობით უნდა შევარჩიოთ სამი კანდიდატურა, შემდეგ კომისიამ უნდა შეარჩიოს ერთი პირი, რომელიც უნდა წარვუდგინოთ პრემიერს და პრემიერ-მინისტრმა უნდა დაამტკიცოს. გადაწყვეტილება ჯერ არ გვაქვს მიღებული. ალეკო ტაბატაძე ამ თანამდებობაზე არ მოიაზრება. მონახაზში არის რამდენიმე ადამიანი, თუმცა ვერ დავასახელებ სახელებს და გვარებს”, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics