00:20 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-08 13:41:19, 2210 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ დე-ფაქტო არჩევნების და ე.წ. რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებს

ევროკავშირი 9 აპრილს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ დე-ფაქტო არჩევნებსა და ე,წ რეფერენდუმს რეგიონის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით არ აღიარებს, - ამის შესახებ LIBE-ეს კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"ევროკავშირი იმ ჩარჩოებს, რომლის ფარგლებშიც სამხრეთ ოსეთში 9 აპრილს დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები და ე.წ რეფერენდუმია დაგეგმილი არ სცნობს. ევროპული კავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ  მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში", - ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 12 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ საპარლამენტო არჩევნების პირველი, ხოლო 26 მარტს მეორე ტური ჩატარდა. გარდა ამისა, 9 აპრილს სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები და რეგიონის სახელის შეცვლის შესახებ ე.წ რეფერენდუმია დაგეგმილი. როგორც დე-ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, „სამხრეთ ოსეთს ისტორიული სახელი - „ალანია“ დაერქმევა“.

ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც გამოაქვეყნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics