12:58 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
პრემიერი: ვფიქრობ, ისრაელში ჩემს ვიზიტს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება

„ვფიქრობ, ისრაელში ჩემს ვიზიტს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

NDI-ს კვლევით, თბილისის მერობის კანდიდატების რეიტინგში კახი კალაძე 30%-ით ლიდერობს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, თბილისის მერობის რეიტინგში "ქართული ოცნების" კანდიდატი კახი კალაძე 30%-ით ლიდერობს.

 

NDI: გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს არც ერთი პარტია დგას

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია დგას. კითხვაზე-რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 37% ამბობს, რომ არც ერთი პარტია, 23% "ქართულ ოცნებას" ასახელებს, 9%-ნაციონალურ მოძრაობას, 3% ევროპულ საქართველოს, 4% პატრიოტთა ალიანსს.

 

დიმიტრი მედვედევი მიხეილ სააკაშვილზე: Show must go on
NDI: გამოკითხულთა 72%-ს აფგან მუხთარლის გატაცების შესახებ სმენია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების შესახებ სმენიათ.

 

NDI: გამოკითხულთა 33% აცხადებს, რომ ქართველ დამკვირვებლებს ენდობა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 33 % აცხადებს, რომ ქართველ დამკვირვებლებს ენდობა. 42% ნეიტრალურ პოზიციას აფიქსირებს, 21% აცხადებს რომ არ ენდობა, 4% -ის პასუხია-"არ ვიცი".

 

NDI: საქართველოში სიტყვის თავისუფლების მდგომარეობას 16% ძალიან კარგად, 35% კი ნაწილობრივ კარგად აფასებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 16 % საქართველოში სიტყვის თავისუფლების მდგომარეობას ძალიან კარგად აფასებს.

 

მაიკ პენსი საქართველოს 31 ივლისს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტზე ისაუბრა.

პარლამენტმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა

პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის მიერ სამ კანონპროექტზე დადებული ვეტო დაძლია.

დავით საყვარელიძე ადასტურებს, რომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა და ქვეყანაში შესვლა აეკრძალა

უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე ადასტურებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ  საქართველოს ექს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა. 

კობახიძე: ძალიან კარგია, რომ უმცირესობა და პრეზიდენტი ერთად არიან, ამას მიჩვეულები ვართ

„ძალიან კარგია, რომ უმცირესობა და პრეზიდენტი ერთად არიან, ჩვენ მიჩვეული ვართ ამას ამ პერიოდის განმავლობაში“,-აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან ანა დოლიძეს, უმცირესობის წარმომადგენლებმა, მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით საუბრის დასრულებისას ტაში დაუკრეს.

 

დოლიძე: „ოცნების“ და მათ შორის, ივანიშვილის მიერ დაწყებული რეფორმისა და სტრატეგიის ხარისხის დაცვა მე მიწევს

„ძალიან საინტერესო როლში ვხედავ ჩემს თავს, როდესაც მე მიწევს „ქართული ოცნების“ მიერ და მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებული რეფორმის და დაწერილი სტრატეგიის მნიშვნელობისა და ხარისხის დაცვა, თუმცა რადგან პრეზიდენტი არაპარტიული და ზეპარტიულია, სწორედ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნავს, რა რეფორმა როდის იყო პროგრესული“,-ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე საუბრისას განაცხადა.

 

კობახიძე: 2014 წელს კონსტიტუცია დაირღვა, პრეზიდენტმა კი ხმა არ ამოიღო, რადგან რეფორმის ინიციატორები მისი მეგობრები იყვნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2014 წელს თვითმმართველობის რეფორმა არ იყო თანმიმდევრული, კარგად გააზრებული და სტრატეგიის დოკუმენტი,  რომელსაც ის ეფუძნებოდა, აბსოლუტურად უხარისხო  იყო.

 

ირაკლი კობახიძე: ვეტოს დაძლევა ჩვენი თვითმიზანი არაა, ამიტომ მთელი ყურადღებით გავეცანით შენიშვნებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის თვითმიზანი ვეტოს დაძლევა არაა.

 

პარლამენტში პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ. მომხსენებელი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძეა.

 

თალაკვაძე სამადაშვილს: თქვენ წელიწადში 320-ჯერ არცხვენდით საქართველოს სტრასბურგში

„სტრასბურგში შეარცხვინა სამჯერო საქართველო თეა წულუკიანმაო,  320 საჩივარი შედიოდა თქვენი ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებების დარღვევაზე, შერცხვენა ეგ იყო“,-ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სალომე სამადაშვილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics