14:06 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-26 18:55:52, 2537 ნახვა

პოლიტიკა
დავით საყვარელიძე ადასტურებს, რომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა და ქვეყანაში შესვლა აეკრძალა

უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე ადასტურებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ  საქართველოს ექს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა. ამასთან, როგორც საყვარელიძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლაც აეკრძალა.

„პოროშენკო მსოფლიო დიქტატურისკენ მიისწრაფვის: მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა და უკრაინაში შესვლა აუკრძალა, შეშინებულია. ვფიქრობ, ამ ყველაფერზე ვრცელი კომენტარები ზედმეტია. ნათელია, რომ უკრაინამ მიიღო მომდევნო იანუკოვიჩი, ოღონდ ინგლისურ ენაზე მოსაუბრე“,-წერს დავით საყვარელიძე.

შეგახსენებთ, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ რადას დეპუტატმა, იგორ მოსიიჩუკმა გაავრცელა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics