|
2022-11-22 10:46:38, 1452 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით, „საქკაბელის" საწარმოზე მზის პანელები დამონტაჟდა
ზესტაფონში, „საქკაბელის" საწარმოში შემავალი შენობების სახურავებზე, „თიბისის“ მხარდაჭერით, მზის პანელები დამონტაჟდა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 1,1 მილიონი ლარია, რომელიც სრულად „თიბისის“ მიერ დაფინანსდა. პროექტი ნეტო-აღრიცხვის პროგრამაშია ჩართული. სადგურის გენერაცია პირდაპირ საწარმოო პროცესს ხმარდება და ქსელიდან იმპორტირებული ენერგიის წილს ანაცვლებს. მზის ელექტროსადგურისგან მიღებული ენერგია საწარმოს ჯამური წლიური მოხმარების 1/3-ს ფარავს. შესაბამისად, ნეტო-აღრიცხვის პროგრამა საგრძნობლად ამცირებს ელექტროენერგიაზე წლიურ დანახარჯებს. პროექტში გამოყენებულია Tier 1-ის რეიტინგში შემავალი კომპანიის - Hanwha Q Cells-ის მონოკრისტალური ტიპის მზის პანელები. აღნიშნული ბრენდი მსოფლიოში პანელების მწარმოებელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესოა. ასევე, პროექტში გამოყენებულია კომპანია Huawei-ს ინვერტერები. „თიბისისთვის“, ისევე როგორც ქვეყნისთვის, ენერგეტიკა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სექტორია. სწორედ ამიტომ, „თიბისი“ აქტიურად უჭერს მხარს ყველა იმ პროექტსა და ინიციატივას, რაც განახლებადი ენერგიის ალტერნატიული წყაროების მოძიებასა და ათვისებას ემსახურება, რისი საბოლოო მიზანიც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესება და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაა. ენერგეტიკის სექტორში „თიბისის“ ბაზრის წილი 56%-ია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)