|
2026-08-14 13:52:55, 268 ნახვა
პოლიტიკა
გახარიას პარტია კობახიძისგან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე განმარტებას ითხოვს
საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „გახარია — საქართველოსთვის“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისგან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის საკითხზე პასუხებს ითხოვს. პარტიის წევრმა, შალვა კერესელიძემ მთავრობის მეთაურს ოფიციალური სადეპუტატო კითხვით უკვე მიმართა. ოპოზიციური გუნდი ითხოვს დეტალურ ინფორმაციას იმისა შესახებ, თუ რა სამართლებრივი საფუძვლით და პროცედურების დაცვით განხორციელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საწვავის მიწოდება. კერძოდ, პარტიას აინტერესებს საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობის ასლი, იმ ბიზნესსუბიექტების ჩამონათვალი, რომლებმაც ეს ოპერაცია განახორციელეს, და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონით განსაზღვრული კონკრეტული მიზნები. გარდა ამისა, სადეპუტატო შეკითხვაში მოთხოვნილია ზუსტი მონაცემები მიწოდებული საწვავის რაოდენობის, პერიოდისა და საბოლოო დანიშნულების შესახებ. გახარიას გუნდი ასევე ითხოვს განმარტებას, თუ რა მარშრუტითა და პროცედურებით შევიდა ტვირთი აფხაზეთში და არსებობდა თუ არა მთავრობისადმი წინასწარი ოფიციალური თხოვნა ან მომართვა. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სადეპუტატო კითხვაზე საპასუხოდ 20-დღიანი ვადა აქვს.
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
NATO: ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)