|
2026-08-13 08:16:25, 264 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე დარტყმის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს ოთხ გემს: ფრეგატები „ადმირალი მაკაროვი“ და „ადმირალი ესენი“, მცირე სარაკეტო გემი „ბუიან-მ“ და საყარაულო გემი „ვასილი ბიკოვი“. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, გემების გარდა დაარტყეს რადიოლოკაციურ სადგურს, ნოვოროსიისკის პორტის მეორე პირსზე განთავსებულ მობილურ საცეცხლე ჯგუფს, ტერმინალ „შესხარისის“ ნავთობის ბაზა „გრუშოვის“ გვირაბის ტერმინალს და სამი ნავმისადგომის ინფრასტრუქტურას. სხვა წყაროებით ეს მონაცემები გადამოწმებული არ არის, თუმცა არაერთი დამოუკიდებელი წყაროთი დადასტურებულია, რომ 12 აგვისტოს ნოვოროსიისკზე შეტევის შედეგად ხანძრები გაჩნდა სამხედრო გემების მისადგომებისა და ნავთობტერმინალის რაიონებში. რუსეთს ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე დარტყმის შესახებ არაფერი უთქვამს. კრასნოდარის მხარის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ინფორმაცია გაავრცელა მხოლოდ სახლების და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტების დაზიანების შესახებ. 12 აგვისტოს ღამით უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ევჰენ ხმარას განცხადება, რომ თავდაცვის ძალებმა ნოვოროსიისკში „უნიკალური ოპერაცია“ ჩაატარეს, კომბინირებული დარტყმა იყო რაკეტებით, რეაქტიული დრონებით და საზღვაო უპილოტო აპარატებით და რუსეთი უკრაინული საშუალებების „სინქრონული მუშაობის“ წინააღმდეგ უძლური აღმოჩნდა. ხმარას თანახმად, უკრაინის ოპერაციები მოწინააღმდეგისთვის სულ უფრო რთული გახდება და დარტყმები სულ უფრო ზუსტი, რათა რუსეთს სამართლიანი მშვიდობა აიძულონ.
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
რუბიო: აშშ-მ „დაბადების ტურიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ერთ თვეში 600-ზე მეტი ვიზა გააუქმა
აშშ-ის დაზვერვამ ევროპა გააფრთხილა, რომ პუტინი „ჰიბრიდულ“ თავდასხმას ამზადებს
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)