|
2026-08-14 13:39:28, 267 ნახვა
პოლიტიკა
GCCA: ფუდ გალერი ჯორჯიას მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დავუდგინეთ
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს განცხადებით, შპს ფუდ გალერი ჯორჯიას მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დაუდგინეს. " საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მოვაჭრე მომსახურების გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებლებისთვის თანხის დაბრუნებას არაგონივრული ვადით აგვიანებდა.
გარდა ამისა, დარღვევა გამოიკვეთა ხელშეკრულებით შეთანხმებული მომსახურების მიწოდების ნაწილშიც. კერძოდ, წინასწარ შეთავაზებული და მომხმარებელთა მიერ გაცნობილი კვების მომსახურების პირობები არსებითად განსხვავდებოდა ფაქტობრივად მიწოდებული მომსახურებისგან.
სააგენტოს შეფასებით, მომსახურების შესაბამისობა გულისხმობს როგორც წინასწარ შეთავაზებული პირობების დაცვას, ისე მომსახურების სათანადო ხარისხის უზრუნველყოფას.
GCCA-ის გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს ფუდ გალერი ჯორჯიას დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.
კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს შეიძლება დაეკისროს ჯარიმა წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის არაუმეტეს 2%-ის ოდენობით. 12 თვის განმავლობაში განმეორებითი დარღვევა დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას გამოიწვევს", - ვკითხულობთ განცხადებაში.
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
NATO: ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)