|
2022-11-22 10:29:59, 1312 ნახვა
ომი უკრაინაში
ბოლო 24 საათში, რუსეთმა უკრაინაზე 9 საჰაერო და 7 სარაკეტო დარტყმა განახორციელა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე 9 საჰაერო და 7 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს. გენშტაბის ცნობით, გარდა ამისა, რუსეთმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 50-ზე მეტი რაკეტი გაისროლა. "ბოლო 24 საათის განმავლობაში, მტერმა განახორციელა 9 საჰაერო და 7 სარაკეტო დარტყმა, ასევე 50-ზე მეტი თავდასხმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტები ზაპოროჟიეს ოლქის კამიშევახისა და ნოვოტროიცკოეის დასახლებებში", - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში. გენერალური შტაბი ასევე აღნიშნავს, რომ ბელარუსი აგრძელებს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის მხარდაჭერას უკრაინის წინააღმდეგ - უზრუნველყოფს მას ინფრასტრუქტურით, ტერიტორიითა და საჰაერო სივრცით.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)