|
2022-11-21 23:03:58, 1030 ნახვა
პოლიტიკა
მელია - საბოლოო ჯამში ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების რაოდენობა ორამდე შემცირდება
დიდი მოლოდინია, რომ ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების რაოდენობა შემცირდება, არათუ გაიზრდება. - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხდა. მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, იქნება 2 კანდიდატი. "დიდი მოლოდინია, რომ ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების რაოდენობა შემცირდება, არათუ გაიზრდება.გულწრფელობის ამ ხარისხს შემოგთავაზებთ, ეჭვი არ შეგვპარვია, როდესაც ბატონმა ჩალაძემ და მუმლაძემ კანდიდატურები დააყენეს, პარტიაში ერთხმად განვაცხადეთ, რომ ერთიც და მეორეც არჩევნებამდე კანდიდატურას მოიხსნის. მე და ჩემს თანამოაზრეებს ეჭვი არ გვეპარება, რომ, საბოლოო ჯამში, იქნება 2 კანდიდატი. როგორც ჩანს, ახლა ყველა ასე ვფიქრობთ, რომ ბატონი მუმლაძე დროებით იასპარეზებს და, საბოლოო ჯამში, დავრჩებით მე და ბატონი ლევანი - ჩვენ ვიპაექრებთ. რეალობა თავისთავად საინტერესოა, შემთხვევით არაფერი არ ხდება, განსაკუთრებით, პოლიტიკაში, განსაკუთრებით". - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)