14:41 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-21 21:35:20, 1679 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - რუს პროპაგანდისტებს უბრძანეს, დაივიწყონ ხერსონი, დღეს - ივიწყებენ ხერსონს, ხვალ - დონეცკს და ყირიმს, მალე - უკრაინას

რუს პროპაგანდისტებს უბრძანეს, დაივიწყონ ხერსონი. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს - ივიწყებენ ხერსონს, ხვალ - დონეცკს და ყირიმს და მალე უკრაინასაც დაივწიყებენ.

"რუს პროპაგანდისტებს უბრძანეს, რომ დაივიწყონ სიტყვა ხერსონი. ქალაქი, რომლის "ანექსია" გუშინ აღნიშნეს წითელ მოედანზე, აღარ არსებობს რუსულ მედიაპოლუსზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ახალ სტრატეგიას: დღეს - ივიწყებენ ხერსონს. ხვალ - დონეცკს და ყირიმს. მალე - უკრაინას". - ნათქვმია განცხადებაში.

10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე.

როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია კობახიძისგან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე განმარტებას ითხოვს
GCCA: ფუდ გალერი ჯორჯიას მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დავუდგინეთ
ოზურგეთის მერი გადადგა
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics