14:42 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-21 21:03:44, 1765 ნახვა

ომი უკრაინაში
ხერსონის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 4 კი - დაშავდა

ხერსონის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 4 კი - დაშავდა. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე, კირილ ტიმოშენკო ავრცელებს.

მისივე თქმით,დაშავებულები რეგიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

"დღეს დილით რუსების მიერ ხერსონის დაბომბვისას, 1 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 4, დაშავებულები რეგიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამწუხაროდ, ერთი ადამიანი ჰოსპიტალიზაციის დროს გარდაიცვალა". - ნათქვამია განცხადებაში.

10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე.

როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია კობახიძისგან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე განმარტებას ითხოვს
GCCA: ფუდ გალერი ჯორჯიას მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დავუდგინეთ
ოზურგეთის მერი გადადგა
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics