ლატვიის პრემიერი: ჩვენ დაგეხმარებით, განახორციელოთ ვიზის ლიბერალიზაციის პროცესისთვის საჭირო რეფორმები
ჩვენ დავეხმარებით საქართველოს, განახორციელოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესისთვის საჭირო რეფორმები, - ეს განცხადება ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ლაიმდოტა სტრაუიუმამ ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.