16:35 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-09 15:03:15, 337 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის სეიმის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი  ლატვიის სეიმის თავმჯდომარე ინარა მურნიეცემს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე საქართველო-ლატვიის საკანონმდებლო ორგანოების თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. ამ მიმართულებით ხაზი გაესვა ორი ქვეყნის პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფების საქმიანობის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების თანამშრომლობის გაღრმავებას ხელს შეუწყობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ლატვიაში, რომელიც 2015 წელს იგეგმება.
პრემიერ-მინისტრმა სეიმის თავმჯდომარეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი არაერთი განცხადების მიღებისა და ვიზიტების აქტიური დინამიკისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სეიმის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გზების დეპარტამენტი: საქართველოში ფასიანი გზები არ იქნება
წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ ივანიშვილის შექება მოგვერიდოს
აშშ-ში ქართველი მიგრანტი ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics